|
2017-11-03 17:40:04, 2621 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ლიტვის ელჩს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო
იუსტიციის მინისტრი დიპლომატიური კორპუსისათვის უწყების მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გაცნობას განაგრძობს. თეა წულუკიანი დღეს ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა და მას იმ საქმიანობაზე ესაუბრა, რასაც უწყება სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა. იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო თუ სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით გატარებულ რეფორმებზე; ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებში განხორციელებულ რეფორმებზეც. ელჩმა საქართველოს და ქართველ ხალხს ლიტვის ტრადიციული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ქვეყანას პროგრესისა და რეფორმების გზაზე წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, თეა წულუკიანმა მადლიერება გამოხატა ამ მხარდაჭერისათვის, მათ შორის, იმ ურთულეს პერიოდში, რომელიც ქვეყანამ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღწევად გაიარა. ელჩებთან სამუშაო შეხვედრები იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. თეა წულუკიანი ევროკავშირს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების მეორე პირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში შეხვდა და მათ იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა. თეა წულუკიანი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს და მათთვის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის გაცნობას მომავალშიც გეგმავს. უკვე ჩანიშნულია შეხვედრები იტალიის, შვედეთის, გერმანიის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის ელჩებთან. (NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)