19:51 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 19:57:40, 348 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საკადრო ცვლილებები გარდაუვალია

„საკადრო ცვლილებების ნაწილი, ეს არის გარდაუვალი, ის, რაც ავტომატურად ხდება ხოლმე ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ევროპის კვირეულის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, შეიცვლება მოადგილეები და მრჩევლები, რას მისივე თქმით, სამინისტროში მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„საკადრო ცვლილებების ნაწილი გარდაუვალია. ეს ავტომატურად ხდება ხოლმე ახალი მინისტრის მოსვლით. ეს არის მოადგილეები და მრჩევლები, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია სამინისტროში და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ცვლილებები იგეგმება. დანარჩენი, მე როგორც ორი დღის განმავლობაში გავარკვიე და დავადასტურე, სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი გადასულია რეორგანიზაციის რეჟიმზე. რეორგანიზაციის დასრულება თვის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. შესაბამის დეპარტამენტთან ერთად ჩავერთვები ამ პროცესში. ვეცდები რაც შეიძლება უფრო სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი, რომ უწყება გახდეს უფრო ოპტიმიზირებული და უფრო მოქნილი, უფრო ეფექტური იყოს ეს სტრუქტურა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, აღნიშნული პროცესი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მინდია ჯანელიძის დროს დაიწყო.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მინდია ჯანელიძის დროს დაიწყო. უბრალოდ მან ვერ მოასწრო დასრულება და ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics