11:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 15:57:39, 1962 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: 2012 წლიდან უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი

„2012 წლიდან ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მთავრობა კარგად ხედავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეა საქართველო და მისი მოსახლეობა. 

ქუმსიშვილის განცხადებით, სიღარიბე ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან 700 ათასი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

"ეს ნიშნავს რომ ყოველი მეხუთე საქართველოს მოქალაქე ღარიბია. მიუხედავად 3.2 პუნქტიანი შემცირებისა, და დამატებით შექმნილი 40 ათასი სამუშაო ადგილისა, ასევე მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 11.8 პროცენტს შეადგენს და კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვისშემოსავლების სტაბილური ზრდისა და ისეთი მაღალი სტანდარტების სოციალური პროგრამების მიუხედავად, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, ეს შემოსავალი მაინც ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების იმ დონეს, რა დონეზეც ჩვენი მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ. ჩვენ ვხედავთ ამ გამოწვევებს, ვიღებთ ამ გამოწვევებს და სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკა არის აქტიური აღნიშნული გამოწვევების წინააღმდეგ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics