|
2017-11-03 15:02:34, 1882 ნახვა
საზოგადოება
ოქტომბერში საქართველოს 607 989 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2017 წლის ოქტომბრის თვე 607 989 ვიზიტით განისაზღვრა. უწყების ცნობით, ეს 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,2 %-ით მეტია. "რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 6 430 824 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 3 042 907-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28%- ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 259 313 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19,9%); ბ) ტრანზიტი - 151 806 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,9%); გ) სხვა - 196 870 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 32,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%). 2017 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12,7%), აზერბაიჯანიდან (+9,1%), რუსეთიდან (+30,3%), თურქეთიდან (+2,4%), უკრაინიდან (-2,3%) და ირანიდან (+76,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 40%, 30%, 29%, 21%, 17% და 17%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (36%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (75%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსი (28%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 25%-იანი ზრდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. (NS)
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)