19:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 18:52:50, 408 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთის ელჩი: ყარაბაღში ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი ოფიციალური არ ყოფილა

სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი ყარაბაღში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის ვიზიტის გამო განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.

როგორც ვარდანიანმა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, ეს ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა და ბიბილოვი მთიანი ყარაბაღის სპიკერმა არჩევნების გამო მიიწვია.

"სომხეთის მხრიდან ოფიციალური არაფერი ყოფილა. სწორედ ეს განვუცხადე მინისტრის მოადგილეს. მათ ჩემი გაიგეს. ვწუხვარ, რომ ყველა ფურცელი მინისტრის მოადგილესთან დავტოვე, თორემ წაგიკითხავდით. მთიანი ყარაბაღის სპიკერის მიწვევით იყო ჩასული. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ იქ ახლა საპარლამენტო არჩევნებია და ის ამასთან დაკავშირებით ჩავიდა", - განაცხადა იური ვარდანიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე გიგი გიგიაძემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარის“  შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი ეწინააღმდეგება საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაკვირვება გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს  და აღნიშნა, რომ  მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირების მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ხასიათის კომუნიკაცია ქართული მხარისათვის სრულიად მიუღებელია.

თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მთიან ყარაბაღში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოსურმა მედიამ გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics