17:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 13:50:06, 2294 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

დღევანდელ სხდომაზე ბიუროს წარედგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებას და არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება დაევალა.

ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. ამის შემდეგ კი, პროექტს პლენარულ სხდომებზე განიხილავენ.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics