11:14 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 12:34:43, 1727 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ  მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის რაოდენობა 2018 წელს თითქმის  გაორმაგდება, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების განხორციელება და ეს ყველაფერი  მოქალაქეების მდგომარეობაზე აისახება:

„მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს  ერთბაშად არ აისახება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ტენდენცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, არის ძალიან ჯანსაღი და   ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს მომავალ წელს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. უამრავი პროექტია დაგეგმილი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს 36%-იანი ზრდა წელს, მომავალ წელს თითქმის გაორმაგდება შარშანდელთან შედარებით ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა და ეს ყველაფერი კერძო სექტორზე აისახება, მეწარმეობაზე აისახება, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე აისახება,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics