16:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 17:53:15, 2047 ნახვა

საზოგადოება
აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

ხვალ, 2 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებით და ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იმართება.

კონფერენცია აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების შემდგომ განვითარებაზე დისკუსიას, განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების შეჯამებას დაეთმობა.  დაჯილდოვდებიან ამ პროგრამების განხორციელებაში გამორჩეული სპეციალისტები - პროკურორები, სოციალური მუშაკები და მედიატორები.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახორციელებს.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც პროკურორი ან მოსამართლე წყვეტს არ გამოიყენოს არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და ამავდროულად, არ დატოვოს რეაგირების გარეშე დანაშაულის ფაქტიც და დაზარალებულის ინტერესიც. განრიდება ახალგაზრდას აძლევს შანსს გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის და სასჯელის გარეშე და დაუბრუნდეს საზოგადოებას, როგორც სრულუფლებიანი წევრი.

განრიდების პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჩაერთო.

აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში პირველად აღინიშნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics