|
2017-11-01 17:41:25, 1568 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე შეხვედრა გაიმართა
აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში, მედიაციის სახლს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ბელგიელი ექსპერტი ივო ერცენი ესტუმრნენ. სტუმრებმა მედიაციის სახლი დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგებსა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა და განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი დაესწრნენ. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს მათი ხედვა პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით გააცნეს და ივო ერცენის რეკომენდაციები მოისმინეს. მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო განრიდების პროგრამების ფარგლებში განმეორებითი დანაშაულის დათვლის მეთოდოლოგიას, ამ მიმართულებით კვლევის ევროპულ გამოცდილებას, განრიდების და სისხლის სამართლის მედიაციის პროგრამების მონიტორინგის მექანიზმებს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად იწყებს მუშაობას განრიდების პროგრამების მონიტორინგის არსებული მექანიზმის რეფორმირებისა და უფრო ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებაზე. ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ივო ერცენი თბილისს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მოწვევით სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებსა და ვიქტიმოლოგიაში ევროპელი მკვლევარია. ევროკავშირის მხარდაჭერით იგი 2014-2015 წლებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ და ქართველ ექსპერტებთან ერთად მუშაობდა მომავალი მედიატორებისათვის სერტიფიცირებული კურსის შექმნაში. 2016 წლიდან „სისხლის სამართლის სფეროში მედიატორის“ პროფესიის დაუფლება შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული სასერტიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრშია ხელმისაწვდომი. ამჯერად, პროფესორი ერცენი საქართველოს აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი ქართველ კოლეგებთან ერთად სისხლის სამართალში ზრდასრულთა მედიაციის გაფართოების საკითხებზე იმსჯელებს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს. პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჩაერთო. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში პირველად აღინიშნება. (NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)