|
2017-11-01 17:14:37, 1803 ნახვა
საზოგადოება
The Washington Post-ი გურამ კაშიას წინააღმდეგ კამპანიაზე სტატიას აქვეყნებს
ამერიკული გამოცემა The Washington Post საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანის გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატია გამოცემის ვებ-გვერდზე სათაურით- "საქართველოს ფეხბურთის ვარსკლავს ლგბტ თემის სამკლაურის გაკეთების გამო გუნდის დატოვებას სთხოვენ" გამოქვეყნდა. როგორც სტატიის ავტორი მარისა პეინი წერს, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ნიდერლანდებისგან დაახლოებით 3 ათას კილომეტრში მდებარეობს. პეინი წერს, რომ კაშიას მიერ ლგბტ დროშის ფერებში გაკეთებულმა სამკლაურმა ქვეყნის მასშტაბით დიდი კრიტიკა გამოიწვია. ავტორს "ასავალ-დასავალ"-ის სტატიის ამონარიდიც მოჰყავს. სტატიაში ნათქვამია, რომ გაზეთის ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერს, რომ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ეროვნული ნაკრებიდან უნდა გარიცხონ. "ქართული ფეხბურთის მამამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი კაცები გუნდს ბოიკოტს გამოუცხადებენ, თუ ლგბტ კაშია გაბედავს და ნაკრებში თამაშს გააგრძელებს". ამასთან, სტატიის ავტორმა სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ 10-დან 9 ქართველი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობას გამართლება არ აქვს. გარდა ამისა, ავტორი საქართველოში ჰომოფობიასთან არსებულ პრობლემებს უსვამს ხაზს და წერს, რომ გასული წლის განმავლობაში ლგბტ თემის 30-ზე მეტ წარმომადგენელზე თავდასხმა განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: "ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს", - განაცხადა კაშიამ. ცნობისთვის, კაშიას მხარდაჭერა ფეხბურთის ფედერაციამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ, კოლეგებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა და ქვეყნის პრეზიდენტმა გამოუცხადეს.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)