16:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 14:13:29, 1815 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებლებისთვის სტიპენდიას აწესებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების საექიმო სპეციალობის მაძიებლებს სტიპენდია მიენიჭებათ. სტიპენდიანტები ერთიანი  საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, რეიტინგის მიხედვით გამოვლინდებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, თსსუ-ში საექიმო სპეციალობის მაძიებლებსა და მოქმედ რეზიდენტებთან გამართულ შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტუდენტთა დაფინანსების ხელშეწყობის კიდევ ერთი პროგრამაა.

„ჩვენ აქამდეც გვქონდა მხარდაჭერის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საზღვრისპირა რეგიონებისა და იმ რაიონებისთვის, სადაც დეფიციტური სპეციალობებია, გარკვეული სპეციალობები ფინანსდებოდა. ახლა გადავწყვიტეთ, დამატებით კიდევ გამოვყოთ მხარდაჭერის თანხა, რომლითაც დიპლომისშემდგომ განათლებას ყველაზე მაღალი შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს დავუფინანსებთ. 10 სტუდენტისთვის სრული ბიუჯეტი 22.000 ლარით განისაზღვრება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი, აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საექიმო სპეციალობის წარჩინებული მაძიებლებისთვის სტიპენდიის დაწესება სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics