21:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 10:36:31, 2454 ნახვა

მსოფლიო
მანჰეტენზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

მანჰეტენზე უცნობი პირი ავტომობილით ჯერ ველობილიკზე შევარდა, შემდეგ კი, სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და მოქალაქეების მისამართით ცეცხლი გახსნა.

სამართალდამცველებმა დაკავებისას ტერორისტი დაჭრეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინოფრმაციით, დაკავებული უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც აშშ-ში 2010 წლიდან იმყოფება.

თავდამსხმელის ავტომობილში აღმოჩენილი წერილის თანახმად, საიპოვი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედებდა.

გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics