16:27 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 18:39:37, 1935 ნახვა

საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.      

მინისტრის მოადგილის განცხადებით,  სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება და 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის ბენეფიციარად ჯამში 979 ადამიანი  დარეგისტრირდა. შოთა რეხვიაშვილის თქმით,  2017 წლიდან პროგრამა უკვე საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს და ყველა რეგიონში ხორციელდება.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და მათი რეკომენდაციები მოისმინა.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“  პროგრამა,  სახელმწიფოს დაფინანსებით, 2015 წლიდან ამოქმედდა.

პროგრამა გულისხმობს სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას (4000 ლარის ფარგლებში), სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics