|
2015-01-16 10:13:11, 5206 ნახვა
სხვადასხვა
ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეუნარჩუნდა
ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (ე.წ ზონალური საბჭო) ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელა და საკუთარი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - სკვერს სტატუსი შეუნარჩუნდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა განაცხადა, საბჭომ ხელახლა განიხილა და ძალაში დატოვა ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ უკვე მიღებული იყო. ნინა ხატისკაცის განცხადებით, საბჭომ რეკომენდაცია მისცა საკრებულოს, დაუბრუნდეს ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განვითარდეს. „აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მხოლოდ სარეკრეაციო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი და იქ შენობები არ აშენდება. საბჭოს რეკომენდაცია საკრებულოს გადაეგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს“, - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)