|
2017-10-31 14:32:49, 1546 ნახვა
პოლიტიკა
ავლაბრის რეზიდენციაში ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ავლაბრის რეზიდენციაში ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სასახლის ეზოში შესრულდა საქართველოსა და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ესტონეთის პრეზიდენტის მეუღლე გეორგ-რენე მაქსიმოვსკი. პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი. ესტონეთის სახელმწიფო დელეგაციაში არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ბიზნესმენები. ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ნოემბერს დასრულდება.
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)