2017-10-30 20:39:32, 2454 ნახვა
საზოგადოება
"კერძო დაგროვებითი პენსიების შესახებ" კანონოპროექტის შინაარსი საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი
ხვალ, 12.00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში" მედიის წარმომადგენლებისთვის „კერძო დაგროვებითი პენსიების შესახებ" კანონოპროექტის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება.
ჟურნალისტებს კანონპროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოსეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გააცნობენ.
კანონპროექტი „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ავტორი: ,