15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 17:59:37, 1758 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ქვეყნის განვითარების პოლიტიკაცაა

„ჩვენ შეგვიძლია მეტის გაკეთება და ნამდვილად არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვცდილობთ მივიღოთ უფრო მეტი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ამით შევქმნათ მეტი შესაძლებლობები ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არისევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა" – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ GCSD–ის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ევროპული ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

 როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა,  საბოლოო მიზანს ევროკავშირში წევრობა წარმოადგენს და სხვა ალტერნატივები არ განიხილება.

 მინისტრის შეფასებით, ეს ფანჯარა იმშემთხვევაში გაიხსნება თუ საქართველო მზად იქნება ამისთვის, ხოლო მთავრობააღნიშნულის მისაღწევად აქტიურად აგრძელებს კომუნიკაციას ევროპელპარტნიორებთან და ევროკავშირთან.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდიუნკერის განცხადებაზე ორგანიზაციის გაფართოების საკითხებზე, რა დროსაც მან ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი კომისია იქნება გაფართოებაზე ორიენტირებული.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ევროკავშირის ორიენტაცია გაფართოებაზე ახალ შესაძლებლობებს აჩენს და საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანა იდგეს ამ დღის წესრიგში და განიხილებოდეს აღნიშნულ კონტექსტში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის"სამიტის მოლოდინებზე და აღნიშნა, რომ სამიტს საქართველო კარგ ფორმაში ხვდება.

მინისტრის შეფასებით საქართველოს მზაობა გულისხმობს იმას, რომ „აღმოსავლეთპარტნიორობის" ფარგლებში 2009 წელს დაგეგმილი და დასახული ძირითადიმიზნები საქართველომ და ევროკავშირმა შეასრულეს, რაც მოიცავს ასოცირებისშეთანხმების გაფორმებას და მის იმპლემენტაციას, თავისუფალი ვაჭრობის სივრცისშესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, ვიზალიბერალიზაციას, ენერგეტიკულგაერთიანებაში გაწევრიანებას და სხვა.

„ევროპული ინტეგრაცია დღეს აღარ არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკისპრიორიტეტი, არამედ იქცა შიდა პოლიტიკის პრიორიტეტად. ეს არის საქართველოსმთავრობის მხრიდან გაცხადებული პოლიტიკა და ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელადმივყვებით" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics