03:40 - 25 Jul, 2026
|
2017-10-30 16:19:26, 1009 ნახვა
სამხედრო
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსი ნიინისტო გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გმირთა მოედანზე ფინეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად ასევე, იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა. ფინეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იუსი ნიინისტო წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) მონახულებს და სამხედროებისთვის ლექციას თემზე „ტოტალური თავდაცვა და ომის წარმოება“ წაიკითხავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)