21:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 14:06:40, 2267 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონმა შესაძლოა, თავშესაფარი ბელგიას სთხოვოს

ბელგიის მიგრაციის მინისტრის ტეო ფრანკენის განცხადებით, კატალონიის ყოფილმა მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა შესაძლოა, ბელგიას თავშესაფარი სთხოვოს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც მინისტრმა განმარტა, პუჩდემონს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვს. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ბელგიამ შესაძლოა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

"ესპანეთის ხელისუფლება უკვე საუბრობს ციხეზე და მე ვსვამ კითხვას, როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში საუბარი თავისუფალ სასამართლოზე?“, - განაცხადა ფრანკენმა.

გარდა ამისა, ფრანკენმა განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში ესპანეთში მისი ექსტრადირება არ მოხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics