09:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 13:14:57, 1811 ნახვა

კომენტარი
ხუციშვილი: ვიდეოჯარიმების ახალი წესით ადმინისტრირება მკაცრდება, თუმცა მოქალაქეები სხვა შეღავათითაც ისარგებლებენ

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში  ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი შედის, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად  ადმინისტრირება მკაცრდება, თუმცა მეორე მხრივ ლიბერალური მიდგომებიც იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები პირველ რიგში  ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და ასეთი ფართო დისკუსია  საშუალებას გვაძლევს, ღიად ვისაუბროთ პრობლემებზე. რაც შეეხება რეფორმებს, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის  ახალი ვიდეოჯარიმების ჩაბარების წესი,  რომლის თანახმადაც გარკვეულწილად  ერთის  მხრივ მკაცრდება ადმინისტრირება,  მეორე მხრივ,  ლიბერალური მიდგომებიც იქნება. კერძოდ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათებით“,-განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ჭკვიანი კამერების დამონტაჟება გაგრძელდება.

„ამ ეტაპზე თბილისში უკვე  დაახლოებით ასი კამერაა დამონტაჟებული და ვმუშაობთ იმისთვის, რომ სხვა დიდ ქალაქებში წლის ბოლომდე მოხდეს კამერების დამონტაჟება“,-აღნიშნა ხუციშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics