15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-29 17:42:31, 2060 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: სირცხვილია, ჯეჯელავა განათლების მინისტრი რომ იქნება, მოაშორეთ ეს მართლა იდიოტი

 „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნების გაყალბება უნდა დასრულდეს.

როგორც ინაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ხელისუფლება, რომელიც  არჩევნებს აყალბებს,  უნდა გადადგეს.

ინაშვილის თქმით, „დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო ბოკერიებზე გაყიდა“.

„უნდა დავამთავროთ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება. ასეთი ხელისუფლება უნდა წავიდეს სახლში.  გაუმაძღრები ესენი. ასობით ადამიანი სახლის გარეშე, მშიერია, ესენი კი გვიყურებენ ურცხვად და გვეუბნებიან, რომ  პროგრესია და ქვეყანა ვითარდება.

სირცხვილი არ არის,  ჯეჯელავა რომ  განათლების მინისტრი იქნება?! მოაშორეთ ეს მართლა იდიოტი. ვაშლები, ვაშლები-ესენი აზრზე თუ არიან საერთოდ? ! საქართველო გაყიდეს ბოკერიაზე, ბოკერიების დაბრუნება არ მოხდება. ბოკერიებთან შეკრული კვირიკაშვილები უნდა მოვაშოროთ ქვეყანას“,-განაცხადა ინაშვილმა.

 ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics