|
2017-10-29 15:20:12, 4499 ნახვა
სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, სამხრე კამერებს ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი დაფიქსირებული არ აქვს
მთავარი პროკურატურა 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერებისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, ასევე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს. „შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება. ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე“ ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი 20-მდე მოწმე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა სხვა შესაძლო თვითმხილველის დადგენა, გამოკითხვის მიზნით. ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)