15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-29 12:44:05, 2014 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა ხონის ჩასახლებში მცხოვრებ დევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად,  ხონის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცეს. 

უწყების ინფორმაციით, პირველების სოციალურად დაუცველ ოჯახში მე-10 ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა, რის შემდეგაც კერძო კომპანიებმა დევნილების დახმარების სურვილი გამოთქვეს.

საქველმოქმედო ფონდმა  „გორმედმა“  პირველების ოჯახს 10 პირზე გათვლილი „Fiat“-ის მარკის მიკროავტობუსი გადასცა. 

ბავშვების მამის თქმით, მანქანა მათთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იქნება და ოჯახს მცირე მეწარმეობის დაწყებასა და შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც  დაეხმარება. 

დევნილმა ოჯახმა  მანქანასთან ერთად, კომპანია „Gulf“-სგან 1000 ლიტრი საწვავის ვაუჩერიც მიიღო  საჩუქრად. „Elit Electronics“-ის გადაწყვეტილებით კი, პირველებს საოჯახო ტექნიკის სრული პაკეტი გადაეცათ.

მომავალში, კომპანია „Gulf“ დევნილ ოჯახს პირველი სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხონის ე. წ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, მათ შორის პირველების ოჯახს საკუთრებაში სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები გადაეცა. დაკანონების პროცესის პარალელურად ჩასახლების სრული გაზიფიცირებაც მოხდა.

სამინისტრო მადლობას უხდის კერძო სექტორს  დევნილი ოჯახისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის  და კიდევ ერთხელ ულოცავს პირველების ოჯახს მე-10 შვილის შეძენას. 

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics