2017-10-29 11:13:32, 2208 ნახვა
საზოგადოება
ქედის საავტომობილო გზაზე მოძრავი მიკროავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა
გუშინ ქედის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავ მიკროავტობუსში მსხდომმა ბავშვებმა კარი გააღეს და გადმოვარდნენ.
როგორც „ქსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
„მცირეწლოვნებმა კარები შემთხვევით გააღეს.მიკროავტობუსიდან 6 ბავშვი გადმოვარდა“,-აცხადებენ უწყებაში.
დაშავებულ ბავშვებს პირველადი სამედიცინო დახმარება ქედის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს
ავტორი: ,