|
2017-10-29 10:13:18, 2109 ნახვა
სამართალი
შსს-ს პროექტი - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლებში აგრძელებს პროექტს - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ შსს-ს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის 108 თანამშრომელმა შსს-ს აკადემიაში სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა. უწყების ცნობით, სწავლების მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. შსს-ს გადამზადებული თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილს ჩაუტარებენ და საგანგებო სიტუაციების - მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს მოქცევის წესებს, ასევე, უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ გზამკვლევში მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები. სახელმძღვანელო, ასევე, მოიცავს საზოგადოებაში ქცევის წესებსაც, რაც მოზარდის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მის კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. პროექტი - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე წელია ხორციელდება. გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)