|
2017-10-28 11:00:53, 1913 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. „ჩვენ, ერთად, მძიმე ზაფხული გამოვიარეთ, რომლის ფონზეც კიდევ უფრო გამოიკვეთა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება. სტიქიასთან ბრძოლის დროს, ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი, ძალა და შედეგი... და ამ 2000-ზე მეტმა აფრენამ ყველას დაანახა, თუ რა შეუძლია სამშობლოსა და საქმის სიყვარულით გულანთებულ ადამიანს. იმ მძიმე წუთებში თქვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ, საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ იქცევიან ნამდვილი გმირები. თქვენ ხართ მაღალი კლასის მფრინავები, ეკიპაჟის წევრები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხშირად ვერტმფრენით წარმოუდგენელ მანევრს ასრულებთ განსაცდელში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. როგორც მფრინავები ამბობთ, ავიაცია მიწიდან იწყება. იმ მძიმე დღეებში, სასაზღვრო პოლიციის პილოტების მხარდამხარ, დაუღალავად შრომობდნენ ის ადამიანები, ვინც საფრენი აპარატების საიმედოობასა და მზადყოფნას უზრუნველყოფს. დიდი მადლობა მათ. ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა. თქვენ ყოველთვის ღირსეულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიძლიერის სადარაჯოზე“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონიაზე ნაჩვენები იყო სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ვიდეორგოლი. ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)