|
2017-10-28 10:56:15, 1612 ნახვა
სამხედრო
სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი 25 წლისაა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 25 წლისაა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკესტრმა იუბილე არმიჰოლში კონცერტით აღნიშნა და აუდიტორიას მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები შესთავაზა. სამხედრო მუსიკოსებს დაბადების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. მათ ქვეყნისთვის სამხედრო ორკესტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მუსიკოსებს წარმატებები უსურვეს. 25-წლიანი არსებობის მანძილზე სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ბენდები დაიმეგობრა. სპეციალურად დღევანდელი კონცერტისთვის ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის სამხედრო ორკესტრების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ და ქართველ კოლეგებთან ერთად კომპოზიციები შეასრულეს. კონცერტის დასასრულს სამხედრო ორკესტრის შესრულებით „თბილისოს“ ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა. კონცერტს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჯარის მეგობრები და სამხედრო მუსიკოსების ოჯახის წევრები დაესწრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა. დღეს ორკესტრში 67 მუსიკოსი უკრავს, მათ შორის 3 ქალბატონია. თავდაპირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრის რეპერტუარში სახელმწიფო ჰიმნები, სამხედრო მარშები და სამგლოვიარო მუსიკალური ნაწარმოებები შედიოდა. ბოლო პერიოდში ორკესტრმა რეპერტუარი გაზარდა და დღეს მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებსაც ასრულებს. სამხედრო ორკესტრი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, არაერთ საკონცერტო გამოსვლასა და ფესტივალში მონაწილეობს, მათ შორისაა: ფესტივალი „ART-გენი“, კონცერტები საქართველოს მასშტაბით მსოფლიოში აღიარებულ პიანისტებთან ლექსო თორაძესა და ედიშერ სავიცკისთან ერთად, სამხედრო მუსიკის ფესტივალი რიგაში, სამხედრო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალები, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბათუმში, სამხედრო ორკესტრების ფესტივალი ომანის სასულთნოს დედაქალაქ მასკატში.
(NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)