15:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 18:13:00, 2042 ნახვა

საზოგადოება
თბილისში DataFest Tbilisi 2017 ჩატარდება

15, 16 და 17 ნოემბერს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi ჩატარდება. DataFest Tbilisi 2017-ს 400-მდე დამსწრე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი დაესწრება 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალი ორგანიზაცია „ფორსეტის" და Digital Communication Network-ის ორგანიზებით ტარდება .  ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

DataFest Tbilisi სამ დღეს გაგრძელდება.  მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან როგორებიცაა CNN და Facebook მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ. მათ შორის იქნება ქართველი ვალენტინ გოგიჩაიშვილიც, რომელიც კომპანია  Zalando-ს ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსია.  ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ვორქშოპები, რომელსაც მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ. დამსწრეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მინიჰაკათონში და მონაცემთა ბაზის დამუშავებით სხვადასხვა აპლიკაცია და ციფრული ხელსაწყო შექმნან. მესამე დღეს გაიმართება პროექტ Ministry of Data-ს ფინალისტების პრეზენტაციები. Ministry of Data საერთაშორისო ჰაკათონია, რომელშიც 5 ქვეყნიდან შერჩეული გუნდები მონაწილეობენ.  ჰაკათონში გამარჯვებულები ფესტივალის დასკვნით ნაწილში გამოვლინდებიან.

DataFest Tbilisi 2017-ზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ვებგვერდზე Tkt.ge  შეუძლიათ.  სტუდენტებისთვის მოქმედებს 50% - იანი ფასდაკლება.

ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://datafest.ge

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics