|
2017-10-27 18:04:18, 2626 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე კონფერენციაზე "კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგები" სიტყვით გამოვიდა
“ჩვენ, პრაქტიკულად, მოვახერხეთ საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც თან ახლავს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, საქართველომ ეს 2008 წელს და შემდგომაც სამწუხაროდ, არაერთხელ განიცადა",-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ უკრაინაში, „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგები“-ს სადისკუსიო პანელის დასასრულს განაცხადა. სახელმწიფო მინისტრი სესიაზე „კიბერ და საინფორმაციო ომი-კონფლიქტთან გამკლავების ახალი გზები-კიბერ და საინფორმაციო საშუალებები“(Dealing with Conflict by Other Means — From Cyber to Information Warfare) სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, რომ ამგვარმა პროპაგანდამ არასოდეს იმუშაოს. "ის თანამშრომლობა ნატოსთან და ევროკავშირთან, ის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, რომელსაც აწარმოებს ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა გადავიდეთ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე, განათლება არის სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი იმისა, რომ ამგვარმა პროპაგანდამ მომავალში აღარასოდეს იმუშაოს",-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. დისკუსიის მონაწილეებმა რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებზე, არატრადიციული საფრთხეების იდენტიფიცერიბის მნიშვნელობასა და ბრძოლის საშუალებებზე იმსჯელეს. საერთაშორისო კონფერენცია „კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგები“ 26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის(The German Marshall Fund of the United States) ორგანიზებით გაიმართა. (NS)
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)