|
2017-10-27 16:43:14, 2170 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: C ჰეპატიტის მქონე პაციენტების ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ბიუჯეტიც შესაბამისი იქნება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 2018 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში C ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე თანხა თვეში 2500 პაციენტის გათვალისწინებით გამოყო. თუმცა, სერგეენკო პირობას დებს, რომ პაციენტების ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ბიუჯეტიც შესაბამისი იქნება: „მრავალი ქვეყანა აპირებს, ისწავლოს, როგორ უნდა მოუაროს ასეთ ვერაგ დაავადებას. მედიკამენტის კომპონენტი არის უფასო. არც მთავრობა და არც პაციენტები ამაში თანხას არ იხდიან, მეორე კომპონენტის, დიაგნოსტიკის თანხებს უზრუნველყოფს სახელმწიფო. როდესაც შარშან წლევანდელ ბიუჯეტს ვგეგმავდით, გათვლები გავაკეთეთ სისტემის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე, რომელიც გავთვალეთ თვეში 2500 პაციენტზე და ბიუჯეტიც შესაბამისად ასე დაიგეგმა. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, ახლაც მინდა ყველას მოვუწოდო, ჩაიტაროს კლინიკური კვლევა ც ჰეპატიტზე, რომელიც მათთვის უფასოა. თუკი პაციენტების ნაკადი გაიზრდება, პირობას ვიძლევი, რომ ბიუჯეტიც შესაბამისი იქნება ამისთვის“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, 2018 წლის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში C ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე 16 მლნ ლარია გათვალისწინებული. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. პროგრამა ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის უფასო მკურნალობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)