|
2017-10-27 14:45:19, 2204 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე: სხდომის ოქმები მე არავისთვის გადამიცია
ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, თუ ვისი მხრიდან გავრცელდა დახურული სასამართლო სხდომის ოქმების შესახებ მედიაში ინფორმაცია. როგორც ბუგიანიშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სხდომის ოქმის მესამე პირისთვის გადაცემა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვის ან ბრალდების მხარეს შეეძლო, თუმცა მისივე თქმით, თავად არავისთვის გადაუცია. „დახურული სასამართლოს სხდომის ოქმთან წვდომა მოსამართლეს ჰქონდა, სხდომის მდივანს, დაცვის მხარეს და ბრალდების მხარეს. სხვას წვდომა არ ჰქონია, შესაბამისად ჟურნალისტისთვის, თუ გარეშე პირისთვის, მესამე პირისთვის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე, ან სხდომის მდივანი, ან დაცვის მხარე ან ბრალდების მხარე. მე დასამალი არაფერი მქონდა პროკურატურისთვის, ჩემი ჩვენებით შეძლებისდაგვარად დავეხმარე ბრალდების მხარეს, მე მივეცი ჩვენება და განვუმარტე, რომ მე არავისთვის გადამიცია“,-განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა. შეგახსენებთ, პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 3 ოქტომბერს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)