14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 12:48:06, 1782 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთელ მოსახლეობას და განსაკუთრებით აფხაზებს, აფხაზური ენის დღეს ულოცავს.

პრემიერმა მთავრობის ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნას გულისხმობს:

„27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე და მინდა, ყველას მოგილოცოთ და განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს. მინდა, გაგაცნოთ ინიციატივა. ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას. ვფიქრობთ, ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, იქნება გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის”,-აღნიშნა საქართველოს პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics