14:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 20:12:36, 2131 ნახვა

საზოგადოება
შსს: ნუცუბიძეზე მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარება პირველად პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველად პატრულ-ინსპექტორმა გამოიძახა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შშს-დან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 17 საათსა და 08 წუთზე მივიდა.

"112“-დან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პატრულ-ინსპექტორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თაობაზე შეტყობინება 16:59:18 საათზე განახორციელა. ამავე თემაზე, აღნიშნული მისამართიდან, მომდევნო ზარი მოქალაქის მხრიდან, „112“-ში 16:59:50 საათზე დაფიქსირდა. 

საპატრულო პოლიციის მიერ „112“-ში ზარის დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 17 საათსა და 08 წუთზე მივიდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics