|
2017-10-26 19:00:13, 2099 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან დედებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია „გენი ქართულისა“ და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ორგანიზებით კლინიკაში „ბაზი“ აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია „ყველა ბავშვს სრულფასოვანი კვება“ გაიმართა. საქველმოქმედო აქციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი იმყოფებოდნენ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სრულფასოვანი კვება და მოვლის საშუალებები გადაეცათ. ბავშვების მშობლებმა, ასევე, ექიმ პედიატრ-ნუტრიციოლოგისაგან უფასო კონსულტაციები მიიღეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)