|
2017-10-26 18:37:14, 2215 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, ფლორანს პარლის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ ფლორანს პარლის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იზორია ფრანგ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ორმხრივი შეხვედრა სამთავრობო დარბაზში გაიმართა, სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, მათ შორის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ფრანგული სამხედრო ხომალდის შემოსვლის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საფრანგეთის დახმარებით ქართველი სამხედროების გადამზადებაც მოხდება, რომლებიც ფრანგული პროექტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვას უზრუნველყოფენ. „აუდიენციაზე საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებისა და განათლების კუთხით თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის თავდაცვის მინისტრებთან ლევან იზორიას რიგით მეხუთე შეხვედრა. ამ პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები კანადის, ლიტვის, გერმანიის, დიდი ბრიტანეტის დღეს კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან გამართა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე დაესწრნენ.
(NS)
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)