07:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 17:38:18, 2066 ნახვა

კომენტარი
სოფიო კილაძე: ჩემი ინფორმაციით, გარდაცვალების მომენტში ახალგაზრდა ბორკილების ქვეშ აღარ იყო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით,  ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს გარდაცვალების მომენტში ბორკილები არ ედო.

როგორც კილაძემ „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა,  კარგი იქნება, თუ ვიდეო ჩანაწერები გავრცელდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა:

„ჩემი ინფორმაციით,  როგორც ქალბატონმა მეზობელმა ბრძანა, პოლიციას ჩააკვდა ხელში. ანუ, იმ მომენტში, როდესაც გარდაიცვალა ახალგაზრდა, ის აღარ იყო  ბორკილების ქვეშ. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს თვითონ ამ ამბავში. კარგი იქნება, რომ გავრცელდეს ჩანაწერები და დადგინდეს სიმართლე“,-განაცხადა სოფიო კილაძემ.

მთავარმა პროკურატურამ  ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები,  თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

„საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების  მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები,  თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics