|
2017-10-26 17:25:14, 1748 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“ გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერი, მათ შორის უკრაინიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან იღებდა. უწყების ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის სხვა თანამშრომლები გამოვიდნენ. ლევან უჯმაჯურიძემ ქართული ვაზის ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებასა და ამ მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა. როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, ქართული ღვინის ისტორია 8000 წელს ითვლის და დღესაც ის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემოსტრაციო ბაზას ესტუმრნენ. მეღვინეებმა ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერეს, ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)