|
2017-10-26 15:03:04, 1928 ნახვა
საზოგადოება
თურქული მედია: სარფში დაკავებული ბავშვის ოჯახი, შესაძლოა, ტერორისტულ ორგანიზაციასთან იყოს კავშირში
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სარფის საბაჟოზე ჩანთით არასრულწლოვანი გადაჰყავდა, სამშობლოშია დეპორტირებული, - ამის შესახებ ტრაპზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა. როგორც მიქაძემ აღნიშნა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საკონსულოში ინფორმაცია დღეს შევიდა. ამასთან, მიქაძემ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირის იდენტიფიცირებას ვერ მოახდენს. გარდა ამისა, ბათუმში თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლის ლილი დევრიშოღლუს ინფორმაციით, თურქული მედია 14 წლის მოზარდის ოჯახის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირზე საუბრობს. "ბავშვი საქართველოს მოქალაქეს ჩანთით გადმოჰყავდა. მედიაში გავრცელდა ინფომრაცია, რომ ბავშვის ოჯახი ეჭვმიტანილია ტერორისტულ ორგანიზაცია FETO-სთან კავშირში. საკონსულოში სხვა ინფორმაცია არ შემოსულა", - განაცხადა საკონსულოს წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)