|
2017-10-26 14:48:03, 1937 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი: საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორის კლაუდია შტეინის განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია. მან დღეს არსებულ ტენდენციებსა და ქვეყანაში ჩატარებულ კვლევაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად ისაუბრა. „ამ ანგარიშიდან ძალიან კარგი პროგრესი ჩანს ბოლო წლების მანძილზე. საქართველო არის ერთ-ერთი ოთხი ქვეყნიდან ევროპის რეგიონში, რომელმაც გააკეთა ასეთი ანგარიში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სიკვდილიანობა არის შემცირებული და სიცოცხლის ხანგრძლივობა არის მომატებული. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუმცა ვხედავთ, რომ ზოგიერთი რისკ ფაქტორი მაინც ძალიან მაღალია და ყურადღებაა მისაქცევი, რაც ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალ დონეს. მაგალითად, ასეთი არის თამბაქო. როგორც ვიცით საქართველო თამბაქოს კანონმდებლობაზე მაღალ აქტივობებს ახორციელებს“,-აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)