13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 13:05:00, 2129 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის გარდაცვალების დეტალებს მეზობლები იხსენებენ

ნუცუბიძის პლატოზე, დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ერთ-ერთი მეზობლის, ქეთევან თოდრიას თქმით, როდესაც მამაკაცს სამართალდამცველები აკავებდნენ, თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მას არ დაუჯერეს.

„შევესწარით ამ ფაქტს, რომ პოლიცია მას ხელებს უჭერდა, რო ეჯაჯგურებოდნენ თქვა დამანებეთ თავი ცუდად ვარო და ამ ცუდად ყოფნაში შავი იყო სახეზე. ჩვენ ვუყვიროდით რატო მიათრევთ დაანებეთ თავი. იმის მაგივრად სასწრაფო გამოეძახათ, პატრული მიათრევდა. რომ შეხედეს ახალგაზრდა იყო, ჩათვალეს რომ იტყუებოდა, არადა აშკარად შავი იყო სახეზე. ჩვენ გამოვიძახეთ სასწრაფო“, - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი ქეთევან თოდრია.

კიდევ ერთი პირი, რომელმაც გუშინ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, აცხადებს, რომ გარდაცვლილი პირი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, რამაც შესაძლოა იმ მომენტში გულზე იმოქმედა და გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics