15:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 20:27:03, 2380 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ქვეყანაში საარჩევნო გარემო არაკონკურენტული იყო.

როგორც პრეზიდენტმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული დარღვევები, რომელსაც აუცილებელია, პასუხი გაეცეს.

გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ამაზე უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.

„გარდა ცოტა ხნის წინ, ჟინვალში მომხდარი ძალიან სადარდებელი შემთხვევისა, არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ძალადობრივი ინციდენტების გარეშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, იყო დარღვევები და ახლა მნიშვნელოვანია ამ დარღვევებს, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, გავცეთ პასუხი. არაკონკურენტული იყო ნამდვილად გარემო, ეს არის რეალობა გამომდინარე იმ ნათლად დანახული ფინანსური ძალიან დიდი ნაკადისგან, რომელიც აქვს მმართველ პარტიას.

არჩევნებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ქვეყანამ უარი ვერ თქვა. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საჯარო მოსამსახურეების ნებასთან მიმართებაში, რამდენად იყო თავისუფალი მათი ნება და მათი უშუალო ხელმძღვანელები რამდენად არ აკონტროლებდნენ მათ ნებას. აქ საუბარია ადამიანებზე, რომელთათვისაც სამსახური არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული.  თუ ჩვენ ადამიანებს, ვინც დღეს სახელმწიფოს ემსახურება, საჯარო სექტორში მსახურობს, რაღაც აქცენტს გავუკეთებთ მივიდნენ თუ არა არჩევნებზე და როგორ მისცენ ხმა, ეს რა თქმა უნდა არა მარტო ნების თავისუფალ გამოვლინებაშია პრობლემა, არამედ ეს ადამიანის ღირსების შემლახავია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics