|
2017-10-25 18:12:30, 2273 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩოში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, საელჩოს ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტების ბენეფიციარმა ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა. „ასეთ ღონისძიებებზე ჩვენ შეგვიძლია იმ უმნიშვნელოვანესი დახმარების ხელშესახები შედეგები დავინახოთ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან, ამერიკელი მეგობრისგან 25 წლის განმავლობაში ვიღებთ და რომელიც, ძირითადად, USAID მიერ ორგანიზებული სხვადასხვა წარმატებული პროექტის მეშვეობით ხორციელდება. ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, რომელიც სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვაში მოგვეხმარა. ყველა ის პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა USAID-ის მიერ სრულ თანხვედრაშია სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიასთან. მინდა წარმატებები ვუსურვო USAID-ის პროექტის ბენეფიციარ ჩვენს ფერმერებსა და მეწარმეებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)