23:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 17:17:10, 2252 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის ახალი რეგულაციების დაწესებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ კი, რეგულაციების დაწესების მომხრე 477 დეპუტატი იყო, ხოლო 139 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 50 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს. პროექტის თანახმად, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ. აპლიკანტმა სპეციალურად შექმნილ საიტზე ონლაინ-აპლიკაციის შესავსებად უნდა ჩაწეროს პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. კითხვები მოიცავს აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ნასამართლეობის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას. ალიკაციის შევსების საფასური 10 ევროს შეადგენს. თუმცა მსურველი ამ თანხას 3 წელიწადში ერთხელ გადაიხდის.

ახალი წესი 2020 წლიდან ამოქმედდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics