2017-10-25 13:33:59, 3691 ნახვა
პოლიტიკა
თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება - სასამართლომ საოლქო კომისიის დადგენილება გააბათილა
თიანეთის მე-20 უბანზე ხელახალი არჩევნები აღარ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
სასამართლომ ის განკარგულება გააბათილა, რომლის საფუძველზეც, თიანეთის საოლქო კომისიამ ბიულეტენები თავიდან დაითვალა.
შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ითვლება.
ამასთან, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიას 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკსირა.
ავტორი: ,