15:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 13:12:19, 2003 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდა

კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამ პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევხვდე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომ უკვე მომზადებულები ვიყოთ, გავაცნოთ ყველა ეს პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ. ზოგადად, გეტყვით, რომ ძალიან დიდია ინტერესი და გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში მათთან თანამშრომლობით და მეგობრობით ეს პროექტები იქნეს განხორციელებული ჩვენი ქალაქისთვის. ასევე, ვაპირებთ სამინისტროებთან შეხვედრას, რადგან, როგორც გითხარით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა შევიდეთ მერიაში და საკრებულოში, უკვე პირველივე დღიდან დავიწყებთ მუშაობას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“,  - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობას მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობისკენ და მათი პრობლემების დროული გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

„მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან. მინდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობები, კიდევ უფრო დეტალურად გამოვიტანოთ ეს პრობლემები, რომელიც თქვენს რაიონებში, კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე ან კონკრეტულ ოჯახებს აწუხებს, რომ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მუშაობა დავიწყოთ, დრო არ დავკარგოთ და განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები და კონკრეტული ნაბიჯები იქნეს გადადგმული პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის წელსვე დაიწყებს შვიდი პოლიტიკის განხორციელებას.

„იცით, რომ ჩვენი პროგრამა შედგებოდა შვიდი პოლიტიკისგან. გვინდა თითოეულიდან  გამოვყო თითო პროექტი, რომლის განხორციელებას  წელსვე დავიწყებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც  თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა აღნიშნა, ამას გუნდურად მუშაობით და საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics