|
2017-10-25 12:16:50, 1912 ნახვა
საზოგადოება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი პანელის მოდერატორი Deutsche Welle-ს უფროსი კორესპონდენტი იქნება
2017 წლის 28-29 ნოემბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეორედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი მიიღებს. ფორუმზე ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელს მოდერატორობას Deutsche Welle-ს უფროსი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი გაუწევს. დოქტორი მელინდა კრეინი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე კომპანიის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და განხილვების მოდერატორია. ის ახალი ამბების მაუწყებლისთვის n-tv აშშ-ს პოლიტიკის რეგულარულ ანალიზს აკეთებს და გერმანიის ტელევიზიებისა და რადიოების ხშირი სტუმარია. კრეინი გამოცდილი ტელეწამყვანია, არის უფროსი პოლიტიკური წამყვანი არხზე DW TV, ასევე მას DW-ზე მიჰყავს თოქშოუ “Quadriga”. 2014 წელს, ტრანსატლანტიკური კონცეფციის განვითარების საქმეში წვლილისთვის მელინდა კრეინი Steuben-Schurz Media Award-ით დაჯილდოვდა. კრეინი სწავლობდა ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს ბრაუნის უნივერსიტეტში, ასევე სამართალს ჰარვარდის უნივერსიტეტში. სადისერტაციო ნაშრომი განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ მან ფლეთჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიცვა. პოლიტიკური შოუს Sabine Christiansen საერთაშორისო საქმეთა კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობისას მელინდა კრეინმა ინტერვიუები ჩაწერა კოფი ანანთან, ბილ კლინტონთან, ჰილარი კლინტონთან, ჯორჯ ბუშთან და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებთან. მისი ჟურნალისტური გამოცდილება, გერმანული ჟურნალ-გაზეთების გარდა, ასევე მოიცავს მუშაობას ისეთ სერიოზულ გამოცემებში, როგორებიცაა ”New York Times Magazine,“ ”The Boston Globe Sunday Magazine,” “The Boston Globe,” და “the Christian Science Monitor“. ✔️http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/transport-infrastructure/147-melinda-crane ✔️http://www.dw.com/en/melinda-crane/a-6708467 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)