|
2017-10-25 11:56:07, 1203 ნახვა
სამხედრო
„ძლიერთა თამაშების“ ქართველი გამარჯვებულები Tbilisi Huawei-ის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს
„ძლიერთა თამაშები 2017“-ის (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის კატეგორიაში გამარჯვებული დაჭრილი ქართველი სამხედროები, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ეგიდით, Tbilisi Huawei Technologies Co. წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ოქროსმედალოსნებს Huawei-ის ფირმის ფიტნეს სამაჯურები გადასცეს და დამსახურებული გამარჯვება მიულოცეს. საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში გაიმართა. წელს კანადაში ჩატარებულ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)