|
2017-10-25 10:01:46, 1882 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ტაჯიკეთის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაჯიკეთის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტაჯიკეთის ოფისის ორგანიზებით განხორციელდა. ტაჯიკეთის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. სტუმრები ასევე ეწვივნენ თბილისის აეროპორტს, სადახლოსა და წითელი ხიდის სასაზღვრო სექტორებს და სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, სადაც საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სტანდარტების, საპასპორტო კონტროლისა და მგზავრთა შემოწმების წესების შესახებ ესაუბრნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაშიც იმყოფებოდნენ. სტუმრები სასწავლო პროგრამების, მომზადებისა და გადამზადების კურსების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, აკადემიის ბაზა დაათვალიერეს და სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს. ვიზიტის მიზანი იყო ტაჯიკი კოლეგებისთვის საზღვრის ინტეგრირებული მართვის, მესაზღვრეთა სასწავლო პროგრამების, საზღვარზე ნარკოტიკების კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე საქართველოს შს სამინისტროს გამოცდილების გაზიარება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)