02:17 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 09:51:44, 1942 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

23-25 ოქტომბერს, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმზე, სახელწოდებით „OECD EURASIA WEEK 2017", რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარეობს.

ფორუმის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე და მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაზე, რომელზეც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, იმართება ორმხრივი შეხვედრები  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიასთან, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჯან საგინტაევთან, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნოდირ ოტაჯონოვთან, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრ დამდინსურენ დავაასურენთან, ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე აზიმ იბროჰიმთან, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრ მუსტაფა მასტურთან და ფორუმში მონაწილე სხვა ოფიციალურ პირებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics