|
2017-10-23 19:26:05, 2099 ნახვა
სამართალი
სასამართლომ პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსის ლ.კ.-ს ბრალდების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველინაწილით. "ლ.კ.-ს ბრალი ედებოდა ადვოკატ გ.მ.-ის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროსქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლ.კ.-ს შეკამათება მოუვიდა ამავე განყოფილებაშიმისულ ადვოკატ გ.მ-სთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან დ.ბ-ისთვის გაწეული იურიდიული კონსულტაციის - ბრალდებულის მიერდუმილის უფლების არჩევის გამო. ლ.კ-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ.მ-ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლ.კ.-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 2000 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. განაჩენის მიღებისა და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)